სამი გარდაცვლილი ერთი დაშავებული

2019-08-14 11:43:19

დილის საათებში ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, სოფელ რენესთან მერსედესის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

ავარიის შედეგად დაიღუპა სამი ადამიანი - დედა და შვილი (55 წლის ქალი და 30 წლის კაცი) ასევე, 31 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავდა ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრხთხე არ ემუქრება.

"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.