მარნეულში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან

2019-08-13 16:10:07

მარნეულში სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან.

მოსახლეობას სახურავების აღდგენისთვის შესაბამისი მასალა გადაეცათ.

წითელსოფელში, სამუშაოების მიმდინარეობას, პირადად გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი, მარნეულის მერი, ზაურ დარგალი, მერის მოადგილეები, ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.

შესაბამისი მასალა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 400-მდე ოჯახს, ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან 660 000 ლარია გამოყოფილი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა სეტყვამ, მუნიციპალიტეტის 5 სოფელი დააზარალა. სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა, სოფლებში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მყისიერად განახორციელეს.


ინფორმაცია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს