ჩამოვარდნილი ჯვარი აღადგინეს [photo]

2019-08-13 14:56:19

რუსთავში, მეგობრობის 1 გასასვლელში, #18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვარცხლბეკიდან ჩამოვარდნილ ჯვარს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა და ძველ პოზიციაზე დამონტაჟდა.

სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა" შეასრულა.

"მივიღეთ შეტრობინება კვირას, რომ ძლიერი ქარის დროს დაზიანდა ჯვარი, დაგვხვდა ჩამოვარდნილი. გადავიტანეთ "რუსთავსერვის ცენტრის" ბაზაზე, ჩავუტარეთ სარეაბილიტაციო სამუშაოები და ახლა მიმდინარეობს მონტაჟი" - განაცხადა რუსთავსერვის ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გოროზიამ.

შეგახსენებთ, რომ რკინის კონსტრუქციით დამზადებული ჯვარი ძლიერი ქარის დროს ჩამოვარდა. ნახეთ ბმული

RUSTAVI