რუსთავში ჯვარი კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა [video]

2019-08-11 15:22:51

რუსთავში, მეგობრობის 1 გასასვლელში, #18 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯვარი კვარცხლბეკიდან ჩამოვარდა. [ვიდეო/video]

რკინის კონსტრუქცია რომელის დიამეტრიც დაახლოებით 4 მეტრია, 5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და იქვე დაეცა.

ადგილობრივების ინფორმაციით რკინის კონსტრუქციით დამზადებული ჯვარი ბოლო დღეებში ქანაობდა, დღეს კი ძლიერი ქარის გამო ჩამოვარდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე ჯვარი ადგილობრივებმა დაამონტაჟეს.

ინფორმაცია ჯვარის ჩამოვარდნის თაობაზე მერიის შესაბამის სამსახურს გააჩნია.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონსტრუქციის სხვა ადგილზე გადატანა, საკითს შეისწავლიან, რის შემდეგაც მოხდება ჯვარის ძველ პოზიციაზე დააბრუნება.