უბედური შემთხვევა თელავში

2019-08-12 16:14:41

უბედური შემთხვევა მოხდა თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში.

ალაზნის სარწყავ არხში 11 წლის ბავშვი დაიხრჩო.

"ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ - " შინაგან საქემთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველები ადგილზე იყვნენ და მათ იპოვნეს არხში ჩავარდნილი არასრულწლოვანი, ასევე თბილისიდან გზაში იყვნენ მყვინთავები, თუმცა მათი ჩართვა აღარ გახდა საჭირო".

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება დამატებითი დეტალები კი ჯერჯერობით უცნობია.