ავტობანზე ავტომობილი იწვის

2019-08-11 14:55:20

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მონაკვეთზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თვითმხილველთა ინფორმაციით, გადაკეტილია მოძრაობა დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ელოდებიან სასწრაფო და სახანძრო ბრიგადებს.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.