კიდევ ერთი მიწისძვრა

2019-08-11 10:52:43

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კიდევ ერთი, ამჯერად 4.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 07:29 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 23 კილომეტრში დაფიქსირდა.

საქართველოს საზღვრიდან 24 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა 10 აგვისტოსაც. მიწისძვრის სიდიდე 5.0 მაგნიტუდა იყო.