მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო

2019-08-11 01:10:42

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენ.დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება მიიღო.

გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მიიღო გადაწყვეტილება რომ ნიკა გვარამიას ნაცვლად პროკურორების მოთხოვნილი 80 000 ლარისა გირაოს სახით შეეფარდა 40 000 ლარი, ასევე აეკრძალა საზღვრის გადაკვეთა.

ნიკა გვარამიამ ჯერ კიდევ გუშინ განაცხადა რომ ის გირაოს არ გადაიხდიდა.

შეგახსენებთ რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე 20 საათზე დაიწყო და 5 საათი გაგრძელდა.