ძლიერი ქარის შედეგად დაზიენებული სახცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. მაიაკოვსკისა და დავით გარეჯის ქუჩის მაცხოვრებლებმა დახმარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ მიმართეს. მერიაში აცხადებენ რომ ამ დროისთვის ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. ქალაქის მერის დავით ჯიქიას განმარტებით, დაახლოებითი ზარალის ოდენობა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს ძლიერი ქარისგან მიადგა, 30 000 ლარამდეა. კორპუსების ნაწილს გადაუდებელი სამუშაოები ჩაუტარდება, სამუშაოების ნაწილის შესასრულებლად კი ადგილობრივი თვითმმართველობა ტენდერს გამოაცხადებს.