მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2019-08-09 23:04:27

10 აგვისტოს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზოგიერთ რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა 10-11 აგვისტოს საქართველოს დაბლობსა და ბარში +24, +29, ხოლო 12-13 აგვისტოს +27, +32 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 10 აგვისტო +34°C, 11 აგვისტო +32°C, 12 აგვისტო +30°C, 13 აგვისტო +30°C.