"ან პატიმრობა ან თავისუფლება"

2019-08-09 19:43:53

რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორი ნიკვა გვარამია, მეუღლესთან ერთად პროკურატურაში მივიდა, სადაც მას ბრალის დადგენილებას გადასცემენ.

შენობაში სესვლამდე მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"ან პატიმრობა ან თავისუფლება, მე არ ვაპირებ გირაოს გადახდას არც დიდ თანხას იმიტომ რომ არ მაქვს და არც პატარა თანხას, იმიტომ რომ მართალი ვარ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მას კანონი არ დაურღვევია და კომპანია არ უზარალებია, ასევ კომენტარი გააკეთა ბინებთან დაკავშირებით. მისი თქმით როდესაც "რუსთავი 2" იყო კრიზისში მან საკუთარი ბინა გაყიდა და ხელფასები დაარიგა, შემდეგ კი როდესაც კომპანია მოძლიერდა სხვა ბინა შეიძინა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.