ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

2019-08-09 13:31:21

მარნეულის მაღალმთიან დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურა ეწყობა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში, ოფრეთისა და ხოჯორნის ადმინისტრაციულ ერთეულში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, გზის რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს.

სოფელ ოფრეთში, უკვე დასრულდა, 1075 მეტრი მოცულობის, გზის მოასფალტების სამუშაოები, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, გამოყოფილი იქნა 293 487 ლარი. რაც შეეხება ოფრეთის შიდა გზებს, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საფუძვლის მომზადება ასფალტის საფარის დასაგებად.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 1367 მეტრი მოცულობის გზაზე ასფალტის საფარის მოწყობა, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში 405 513 ლარია გათვალისწინებული. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც ხორციელდება.

 

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.