ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

2019-08-09 11:15:57

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

XVII მიკრორაიონში, ლეონიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰონდას მარიკის ავტომობილი გზაზე 64 წლის მამაკაცს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარბისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებული მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს.

ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.