საქართველოს ბანკი დააყაჩაღეს

2019-08-08 17:37:40

თბილისში, საბჭოს მოედნის ტერიტორიაზე მდებარე „საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს.

მომხდარს ადასტურებენ საქართველოს ბანკში. არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდამსხმელი შეიარაღებული იყო და მარტო მოქმედებდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. უცნობია რა თანხის წაღება შეძლო თავდამსხმელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.