პოლიციამ 29 წლის მამაკაცი დააკავა

2019-08-07 22:34:37

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.გ., ქურდობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, თავისი სამუშაო ადგილიდან - ჯორჯ ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე ავტომანქანების სახელოსნოში არსებული სეიფიდან 8 000 ლარი მოიპარა, რის შემდეგაც, კვალის დაფარვის მიზნით, სახელოსნოში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.