ქართველი მამაკაცი ზღვაში დაიხჩო

2019-08-06 17:54:47

თურქეთში, რიზეში, ერდიშენის რაიონში საქართველოს მოქალაქე 26 წლის მამაკაცი ზღვაში დაიხრჩო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მამაკაცმა წონასწორობა დაკარგა, ზღვაში ჩავარდა და დაიხრჩო.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თურქეთში ჩაის კრეფის სამუშაოებში იყო დასაქმებული.

ადგილზე მობილიზებული იყო სამძებრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.