ავტოსაგზაო შემთხვევა ნინოწმინდას მუნიციპალიტეტში.
სოფელ განძასთან, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ.
ავარიის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი.
შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.