ვინ იცხოვრებს რუსთავის საცხოვრისში

2019-08-05 19:57:55

რუსთავში საკრებულოს, სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის წევრები, რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციასა და მათი დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ მსჯელობდნენ.

წესში განხორცილდება შემდეგი რედაქცია, უსახლკარო პირების, ან მათი ოჯახის წევრების რეგისტრაციის ხანგრძლივობა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტაციულ საზღვრებში, არ აღემატება 15 წელს და ოჯახის ყველა წევრი რეგისტრირებულია ქალაქ რუსთვის ადმინისტრაციულ საზღვრებში ბოლო 2 წლის განმავლობაში, უწყვეტად.

"ცვლილება არ ითვალისწინებს ბიუჯეტის ცვლილებას, ეს არის შინაარსობრივი ცვლილება, ჩვენ ცვლილება შევიტანეთ წესში და აღვნიშნეთ, რომ ბოლო ორი წელი უნდა ცხოვრობდეს რუსთავში თითოეული წევრი. თავიდან 200-მდე განაცხადი იყო შემოსული, მაგრამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებდა ზოგი და ამჟამად 100-მდე განაცხადია შემოსული და აქედან 52 ადამიანი შეირჩევა, მას შემდეგ, რაც ყველა საბუთი იქნება წარდგენილი", - "ინფო რუსთავს" სოციალური მომსახურების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდული განვითარების სამსახური ხელმძღვანელმა ნინო ქვირიამ განუცხადა.

"ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ არავითარი ჩარევა არ მომხდარიყო შემოტანილი განცხადებების განხილვაში. ეს განცხადებები არ უნდა განხილულიყო და არავის არ უნდა ქონოდა წვდომა, მანამ სანამ ეს 52 ადამიანი არ გაირკვედა ვინ იქნებოდა, რათა არ მომხდარიყო ამ განცხადებების მორგება კონკრეტულ კრიტერიუმებზე, ეს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს ადამიანებში, რადგან მათ გაიღეს გარკვეული თანხები საბუთების შესაგროვებლად, ეს იყო ჩვენი პოზიცია და ამის გამო ჩვენმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა და არც დაუჭერს ამ მოსაზრებას", - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა ალექსანდრე ბერიძემ.

რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ოჯახები, რომლებიც სოციალურ საცხოვრისში ბინას მიიღებენ. ნახეთ ბმული