ლარი vs დოლარი

2019-08-05 19:12:49

ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 2 პუნქტით გაუფასურდა.

ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.92 ლარად, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.90 ლარად შეგიძლიათ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური კურსით კი, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.89 ლარია.