აჭარაში, გონიოში მამაკაცი დაიხრჩო.
არსებული ინფორმაციით მიუხედავად ოთხბალიანი შტორმისა მამაკაცი ზღვაში შევიდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მაშველებმა ცხედარი ზღვიდან უკვე ამოიყვანეს.
შეგახსენებთ რომ შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია და ზღვაზე ბანაობა აიკრძალა.