უცნობმა პირმა ძაღლი ჩამოახრჩო [photo]

2019-08-04 22:18:29

ქუთაისში უცნობმა პირმა ძაღლი ჩამოახრჩო.

ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუქ მომხმარებელი გუგა ხმელიძე ავრცელებს.

"ამ საზარელ ფაქტს, მდინარე რიონის სანაპიროზე გადავაწყდი. სუნით თუ ვიმსჯელებთ ახალი დამრხრჩვალი არ არის. აუცილებელია, ვინც ეს ფაქტი ჩაიდინა დაისაჯოს", - წერს გუგა ხმელიძე.