უბედური შემთხვევა საირმეში

2019-08-03 18:42:30

ბაღდათის მუნიციპალიტეტში, კურორტ საირმის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთ-ერთ სასტუმროში დასასვენებლად მყოფი ოჯახი მიმდებარე ტერიტორიაზე ტყეში სეირნობდა, მეუღლე ცოლს ფოტოს უღებდა, ქალი შემაღლებულ ბორცვზე ავიდა და დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლიდან ხრამში გადავარდა, რის შედეგად გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.