ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა

2019-08-03 11:02:32

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული ჭ.წ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჭ.წ.-მ, შურისძიების ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – ვ.ვ.-ს დანით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“.