საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2019-08-02 22:34:59

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნარკოტიკული ნივთიერების ერთჯერადი გამოყენებისთვის, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას, აგრესიას და არ უქმნის საფრთხეს საზოგადოებას, პატიმრობისგან თავისუფლდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოს პირველმა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. თუმცა მართლმსაჯულებმა სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ისევ დასჯადი იქნება ისეთი ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, დამზადება და მოხმარება, რომელიც იწვევს აგრესიას და სწრაფ შეჩვევას.

საქმეზე სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების კონსტიტუციურობა, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადების, შეძენის, შენახვის ანდა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის სანქციის სახედ ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ პატიმრობასა და თავისუფლების აღკვეთას.საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებდა, რომ სადავო ნორმებით დასჯადი ქმედებები არ წარმოშობდა იმგვარ საზოგადოებრივ საშიშროებას, რაც გაამართლებდა საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

სასამართლოს არ უმსჯელია ნარკოტიკული საშუალებების კატეგორიებზე, ამის განსაზღვრა სასამართლომ კანონმდებლებს დააკისრა.