ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

2019-08-02 17:32:26

უბედური შემთხვევა მოხდა თბილისში, მუხიანში, მეორე მიკრორაიონის მეოთხე კორპუსში. ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი სავარაუდოდ გაზის გაჟონვა გახდა.

არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი უსიამოვნო სუნის გამო გამოიძახეს. მათი თქმით, ქალი სამი დღე არ გამოჩენილა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.