მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2019-08-01 13:33:38

თბილისში, ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თვთმხილველების ინფორმაციით,  ცეცხლი მერსედესის მარკის ავტომობილის ძრავში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია.