ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო

2019-07-31 23:13:58

კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი. თვითმხილველების თქმით, მაშ­ვე­ლებ­მა წყლი­დან ორი­ვე მათგანი უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ამო­იყ­ვა­ნეს. პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნის მი­უ­ხე­და­ვად, მათი გადარჩენა ვერ მო­ხერ­ხდა.

ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იყო სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.