კაპროვანის სანაპიროზე, რომელიც ურეკსა და შეკვეთილს შორის მდებარეობს, ზღვაში ორი მოქალაქე დაიხრჩო. მათ შორის, ერთი 12 წლის ბავშვია, მეორე კი, ახალგაზრდა ქალი. თვითმხილველების თქმით, მაშველებმა წყლიდან ორივე მათგანი უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიუხედავად, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.