ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბომბს ეძებენ

2019-07-31 18:59:33

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ექსპერტ-კრიმინალისტები ნაღმს ეძებენ. შესაბამისი წერილი უმაღლესი სასწავლებლის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობის ევაკუაცია მალევე განხორციელდა

შეტყობინებასთან დაკავშირებით, რომ ბათუმის უნივერსიტეტში ნაღმია, გამოძიება ტერორისტული აქტის მუქარის მუხლით მიმდინარეობს. ამის შესახებ შსს-ს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„ბათუმის უნივერსიტეტიდან შეტყობინების საფუძველზე ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შენობაში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა დატოვა უკვე უნივერსიტეტის შენობა. გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორისტული აქტის მუქარას გულისხმობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.