ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა

2019-07-31 14:12:11

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. რამდენიმე წუთის წინ ცენტრის ვებ-გვერდზე უნარების გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტების 12,9%-მა უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.

შედეგების გასაგებად სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი. ასევე, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაგზავნონ „ჯეოსელიდან“ და „მაგთიდან“ ნომერზე 93333 და მიიღონ ეს ინფორმაცია.


ზოგადი უნარების 1-ელ და მე-3 ვარიანტში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 22 ქულით, ხოლო მე-2 და მე-4 ვარიანტში 24 ქულით განისაზღვრა. როგორც ბრიფინგზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ განაცხადა, ზოგადი უნარების ტესტის ოთხი ვარიანტიდან თითოეული სხვადასხვა სირთულის იყო, რის გამოც მოხდა ქულების გათანაბრება.