31 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-30 17:29:01

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ივლისს 14:15-დან 17:15 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ყარაჯალარი, ველი, გაჩიანი, ბროწეულა, ფონიჭალა, კრწანისი, მთის ძირი და მიმდებარე სოფლებში. 17:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი.

12:00-დან 18:00 საათამდე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვ. ბოლნისი, ხატისოფელი, ვანათი, ფოლადაური, სამტრედო და მიმდებარე სოფლებს. 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ჭაპალა, რაჭისუბანი, მწყნეთი, მუხრანა, სავანეთი და მიმდებარე სოფლებს.

14:00-დან 16:00 საათამდე - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებს განთიადი, დიდი დმანისი, მაშავერა, კიზილქილისა და მიმდებარე სოფლებს.

11:30-დან 13:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნარდევანი, აიაზმა. 12:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს ხაჩკოვი, ბეშთაშენი, ახალშენი, კიარაკი, სამადლო და მიმდებარე სოფლებს. 13:30-დან 15:30 საათამდე - სოფლებს აშკალა, არწივანი, გუმბათი, ჯინისი, რეხა, კოხტა. 15:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს კუში, ოზნი, ბურნაშეთი, ბერთა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.