ორ სოფელში გზის მოასფალტება მიმდინარეობს

2019-07-29 17:56:28

მარნეულში წელს მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტუტრული პროექტები ხორციელდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, ორ სოფელში ახლოლალოსა და სეითგოჯალოში გზის მოასფალტების სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაურ დარგალმა, შიდა გზების რეაბილიტაციის პროცესი ადგილზე დაათვალიერა, რომლის შემდგომაც ადგილობრივებს შეხვდა და პროექტის განხორციელების ეტაპები პირადად გააცნო, აგრეთვე გამოიკითხა საჭიროებები, რომლებიც მოსახლეობას ამ ეტაპზე აწუხებს.

აღსანიშნავია, რომ გზების მოასფალტების სამუშოები ორივე სოფელში აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, სოფელ ახლოლალოში 826 მეტრის მოცულობის ხოლო, სეითგოჯალოში 1 100 მეტრი მოცულობის გზა იგება, რისთვისაც ადგილობრივ ბიუჯეტში დაახლოებით 682 815 ლარია გათვალისწინებული.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, წელს სხვადასხვა სოფლებში, დაგეგმილია მასშტაბური სამუშაოების განხორციელება.

ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს