30 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-29 17:24:54

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს 14:15-დან 17:15 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფლებში ლემშვენიერა, ჯანდარა, ნაგები, მზიანეთი.

15:00-დან 20:00 საათამდე - მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კასუმლო, არაფლო, ულაშლო, ახლომახმუდლო და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 17:00 საათამდე - წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებს საყდრიონი, განთიადი, გუნიაკალა, წინწყარო და მიმდებარე სოფლებს, წალკაში კალაიჩევის, თამარ  მეფის, ჭელიძის, იოანიდის, ათენის და მიმდებარე ქუჩებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.