2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის მობილობა იწყება.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის ვადა 31 ივლისის 12:00 საათიდან დაიწყება და 21 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება.
მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი.
აუცილებელია მობილობაზე ელექტრონული განაცხადის გაკეთება, რომელშიც სასურველ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას და პროგრამას დააფიქსირებს. დადებითი პასუხის შემთხვევაში სტუდენტმა წერილობითი განცხადებით დაუყონებლივ უნდა მიმართოს უმაღლეს დაწესებულებას და პირადი საქმის მასალები წარუდგინოს.
მობილობის მსურველ სტუდენტს პორტალზე არაუმეტეს ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის უფლება აქვს.
მობილობის საფასური 40 ლარს შეადგენს და მისი გადახდა საქართველოს ბანკის ფილიალებშია შესაძლებელი.
სტუდენტმა რეგისტრაცია მობილობის ელექტრონულ პორტალზე www.students.emis.ge უნდა გაიაროს.