ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა

2019-07-29 11:36:58

ბათუმში სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა.

ხანძარი ავტობუსში მგზავრების გადაყვანის დროს გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით ავტობუსიდან მგზავრების გამოყვანა დროულად მოხერხდა და არცერთი მათგანი არ დაშავებულა.

ცეცხლი ავტობუსის ძრავს წაეკიდა, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.