რუსთაველის მოედანი მურჩით გადაიფარა [photo]

2019-07-28 17:28:43

რუსთავში, რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია წითელი მურჩით გადაიფარა.

რუსთაველის მოედანზე მუჩირების სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრმა" შეასრულა.

"რუსთავსერვის ცენტრის" სამსახურის უფროსის, გიორგი გოროზიას თქმით, მურჩირებას არაერთი დადებითი თვისება გააჩნია, მას სარგებელი მოაქვს, როგორც ნიადაგისთვის, ასევე ნერგებისთვის.

შესრულებული სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.