ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუსი ჩოგბურთელი დაამარცხა

2019-07-28 16:54:36

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.

პირველ სეტში ბასილაშვილმა რუსი მეტოზე 7:5 დაამარცხა. მეორე სეტში კი 4:6 დამარცხდა. მესამე სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ჰამბურგის შეჯიბრი ზედიზედ ორჯელ ბოლოს როჯერ ფედერერს ჰქონდა მოგებული.