გიორგი დოინჯაშვილის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

2017-03-22 21:41:58

რუსთაველი სპორტსმენის გიორგი დოინჯაშვილის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. "ინფო რუსთავი" სპორტსმენის მეუღლეს ნანა ტაბატაძეს დაუკავშირდა - "გიორგის მდგომარეობა შედარებით უკეთესია. ნელ-ნელა მძიმე მდგომარეობიდან გამოდის. მინდა მადლობა გადავუხადო ექიმებს და ყველა იმ ადამიანს ვინც გიორგის მიმართ ყურადღება გამოიჩინა". კლინიკა რუსთავში აცხადებენ რომ - "პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, აღარ იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, თუმცა რჩება დაკვირვების ქვეშ და ამ ეტაპზე ისევ რეანიმაციულ განყოფილებაშია".

შეგახსენებთ რომ სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი კლინიკაში 10 მარტს მოხვდა, მას ფილტვის ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა.