ავარიას მცირეწლოვანი ბავშვიც ემსხვერპლა

2019-07-27 23:16:27

თუშეთის გზაზე მომხდარ ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. რაც შეეხება დაშავებულებს, არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 5ადამიანი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.

ავტომანქანა, რომელშიც სოფელ ქვემო ალვანის მაცხოვრებლები ისხდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ომალოს მიმართულებით მოძრავი „კამაზის“ მარკის სატვირთო ავტომანქანის მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თელავის რაიონში, ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილიზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ხევში გადავარდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 სამაშველო ეკიპაჟი, ასევე, ადგილზე იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები. შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან სამაშველო ჯგუფები, რომლებიც გათენებისთანავე გააგრძელებენ სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს“, – აცხადებენ შსს-ში.

ფოტო: Imedinews.ge