სად აჯარიმებენ ყველაზე ხშირად მძღოლებს რუსთავში

2019-07-27 22:42:48

რუსთავში არის რამდენიმე ლოკაცია სადაც მძღოლებს ყველაზე ხშირად აჯარიმებენ.

ახალი საგზაო მონიშვნებისა და დახაზული გზის გამო რუსთაველი მძღოლები ხშირად ხდებიან გაუგებრობის მსხვერპლნი.

"ინფო რუსთავმა" რამდენჯერმე გააშუქა არასწორად დახაზული გზის შესახებ ინფორმაცია, რის შემდეგაც მონიშვნები შეცვალეს, თუმცა ქალაქის ქუჩებში მაინც დაჩა ისეთი მონაკვეთები რომელიც ჯერ კიდევ გაურკვეველია მძღოლებისთვის.

როდესაც წლებია სარგებლობ ერთიდაიგივე ქუჩით ბუნებრივია შეიძლება ვერ შეამჩნიო რომ განთავსდა ახალი საგზაო ნიშანი, თუმცა შემდეგში მიეჩვევი და გაითვალიწინებ. ასევე არის გზის მონაკვეთები სადაც შეიცვალა მოძრაობა და დღემდე გაურკვეველია რატომ. რამდენიმე დღის წინ მძღოლები "ინფო რუსთავს" დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ კონკრეტულ მონაკვეთზე დაწესდა შეზღუდვა და ამის გამო მათ ხშირად აჯარიმებენ. ამ და სხვა ლოკაციების შესახებ დღეს დეტალურად მოგიყვებით.

1. VII მიკრორაიონიდან XX მიკრორაიონში მძღოლები პირდაპირი მიმართულებით ვეღარ მიდიან, მათ უწევთ დამატებით რამდენიმე ასეული მეტრის გავლა. ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ როდესაც გზა დაიხაზა გაკეთდა 3 უწყვეტი ზოლი, რისი გადაკვეთის უფლებაც მძღოლს არ აქვს და თუ გადაკვეთა ჯარიმდება.

2. აიკრძალა ტროტუარებზე და მწვანე ზოლზე მანქანის დაპარკინგება, ეს ადრეც აკრძალული იყო, უბრალოდ ახლა ამ წესის გამო მძღოლებს ხშირად აჯარიმებენ. განსაკუთრებით ჯარიმდებიან ის მძღოლები რომლებიც მანქანას ტროტუარზე მეგობრობის, შარტავას, მესხიშვილის, ტაშკენტის ქუჩებზე დააყენებენ. ის რომ ტროტუარზე ავტომობილი არ უნდა გააჩერო და ქვეითს გადაადგილებაში ხელი არ უნდა შევუშალოთ ეს ისედაც გასაგებია, თუმცა ისიც აღსანიშნავია რომ ქალაქში პარკინგის დეფიციტია.

3. ჯარიმა არასწორი პარკირების გამო. წინა პუნქტში უკვე ავღნიშნეთ რომ ქალაქში არ არსებობს პარკინგისთვის საკმარისი ადგილი თუმცა იმ ადგილებში სადაც პარკირება ნებადართულია, თუ მძღოლმა არასწორედ გააჩერა ჯარიმდება, საუბარია სიზუსტეზე.

4. ამ კატეგორიაში შესაძლოა განვიხილოთ ის მძღოლებიც რომლებიც გადასასვლელებზე ქვეითებს გზას არ უთმობენ.

5. და ბოლოს არ უნდა დაგვავიწყდეს რომ რუსთავში არის უკონტაქტო პატრული, რომელიც ქალაქში გადაადგილდება არა საპატრულო ეკიპაჟით არამედ ჩვეულებრივი სედანით, რომელიც ჩვენთვის შეუმჩნეველია. სად აჯარიმებს ძირითადად უკონტაქტო პატრული? ყველგან სადაც დარღვევას დააფიქსირებს, თუმცა მაინც თვალსაჩინოა ის მონაკვეთები სადაც ახალი მონიშვნებია გზაზე და განთავსდა საგზაო ნიშნები. სწორედ ამ ადგილებში მძღოლს ჰგონია რომ მას პატრული ვერ ამჩნევს და არღვევს იქ სადაც მუდამ მოძრაობდა და ახალი მონიშვნების გამო ეზარება გრძელი გზის გავლა.

ჩვენ გითხარით ის 5 პუნქტი რის გამოც ხშირად ჯარიმდებიან მძღოლები რუსთავში, თუ თქვენ გაქვთ დამატებითი ინფორმაცია მოგვწერეთ.

გიორგი ჩომახაშვილის ბლოგი

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები