არიან გარდაცვლილები და დაშავებულები

2019-07-27 18:44:16

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი მუშაობს. სამაშველო ღონისძიებაში,ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენია ჩართული.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე, 23-ე კილომეტრზე. "კამაზის" მარკის მანქანა მგზავრებიანად ხევში ჩავარდა.