გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 12:00დან 15:00საათამდე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებს ირაგა, ჭივჭავი, ივანოვკა, სამღერეთი, ლიპა, სამშვილდე და მიმდებარე სოფლებს.
15:00დან 16:00საათამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს აქთაკლია, ყარაჯალრი. 15:00დან 16:00საათამდე სოფლებს გაჩიანი, აღთაკლია.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.