მომღერალი თიკა ჯამბურია დააკავეს. [video/ვიდეო]
შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერთან მოხდა. როგორც ჯამბურია ამბობს, ინციდენტი მანქანის პარკირებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ დარღვევას მოჰყვა.
ადგილზე მყოფი პატრულის თანამშრომლები აღნიშნავდნენ რომ დაკავებულებმა პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დაკავების მომენტში თიკა ჯამბურიას შვილიც იმყოფებოდა. როგორც ჯამბურია და მისი დედა ამბობდნენ, პოლიციამ მათი და ბავშვის უფლებები დაარღვია.
მომღერალი დედასთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.