რატომ დახურეს საპირფარეშო რუსთავის სკოლაში.

2017-03-22 16:07:36

„ინფო რუსთავს“ №25-ე საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მშობლემა მიმართა, როგორც მშობელი აცხადებდა, სკოლაში მხოლოდ ერთი საპირფარეშო ფუნქციონირებდა, რაც მოსწავლეებს პრობლემებს უქმნიდა და რიგში დგომა უწევდათ.  ინფორმაცია „ინფო რუსთავის“ გადამღებმა ჯგუფმა ადგილზე გადაამოწმა. როგორც №25-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე დალი ღარიბაშვილი აცხადებს, სკოლაში ერთი დღის წინ ძლიერმა ქარმა ვაჟებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთი საპირფარეშოს ჭერი დააზიანა, ამიტომ ოთახის შეკეთებამდე, მოსწავლეების უსაფრთხოების მიზნით აღნიშნული საპირფარეშო სკოლის დირექციამ დახურა. №25-ე საჯარო სკოლაში ტუალეტებისთვის 4 ოთახია გამოყოფილი, მათგან 1 პედაგოგებისთვის, 1 გოგონებისთვის, 2 კი ვაჟებისთვისაა განკუთვნილი. დირექტორის მოადგილის განცხადებით, პრობლემა დღესვე აღმოიფხვრება და საპირფარეშო ფუნქციონირებას ხვალ დილიდან განაგრძობს.