ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხულოში, ღორჯომის თემში.
არსებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანიც დაშავდა რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
შსს-ში ინფო რუსთავს განუცხადეს რომ გამოძიება სსკ 176-ე მუხლით დაიწყო.