მკვლელობის ახალი დეტალები

2019-07-25 10:30:02

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

მოკლულები არიან ძმები, მათი ასაკი 20-21 წელია, ისინი გარდაცვლილები ბინაში მამამ ნახა. მათთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი რომელმაც გასროლა სავარაუდოდ მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახერხა.

მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.ხმობს.