25 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-24 19:03:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 25 ივლისს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ მომხმარებლებს დმანისში 26 მაისის, გორგასლის, ხერხეულიძის, ყაზბეგის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

10:00-დან 20:00 საათამდე - მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს კიზილ-აჯილო, ჯანდარის დასახლება. 11:00-დან 18:00 საათამდე - სოფლებს დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.