2019 წლის ივნისის მონაცემების მიხედვით, ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 333.1 ლარია საკმარისი. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ. სტატისტიკოსების გათვლებით, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი საქართველოში - 166.6 ლარია.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად იმატებს. 2018 წელს კი, ისევე როგორც 2017 წელს 312.2 ლარი შეადგინა. ბოლო მონაცემებით კი, 2018 წელს ერთ სულ მოსახლეზე საშუალო თვიურმა სამომხმარებლო ფულადმა ხარჯმა - 208.7 ლარი შეადგინა.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. თავის მხრივ, მინიმალური სასურსათო კალათა შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს.
საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.