რუსთავის ყველაზე მოთხოვნადი რეპეტიტორები

2019-08-05 00:24:46

ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელებამ საბოლოოდ ჩაიარა. გამოცდებზე მიღებული შედეგები ახალგაზრდებისთვის უკვე ცნობილია, აბიტურიენტთა ნაწილი სტუდენტი გახდა, ნაწილისთვის კი წელს უმაღლესი სასწავლებლის კარი საბოლოოდ დაიხურა.

იმაში, თუ რა შეფასებებს მიიღებენ ერთიან ეროვნულ გამოდებზე აბიტურიენტები, რა თქმა უნდა, დიდ როლს თამაშობს სკოლაში მიღებული განათლება, მათი გონებამახვილობა და შრომისმოყვარეობა, თუმცა გავრცელებული აზრის თანახმად, შედეგის მიღწევაში რეპეტიტორის პროფესიონალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მოარული ხმები, ქალაქის საუკეთესო რეპეტიტორების შესახებ, ალბათ ყველა ჩვენგანს მოუსმენია. "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ვინ არიან ყველაზე მოთხოვნადი რეპეტიტორები რუსთავში და ამასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა. სააგენტომ 100-მდე აბიტურიენტი და მშობელი გამოკითხა და რუსთავის ყველაზე წარმატებული რეპეტიტორების ჩამონათვალი შეადგინა.

ქართული ენა და ლიტერატურა: თამარ ჩალაძე, ლალი ნემსაძე, ლელა ბეჟოშვილი, ნინო უბილავა, ჯული სამხარაძე, მანანა წერეთელი, ლელა კობახიძე.

ზოგადი უნარები: თეა შოშიაშვილი, თამარ ჯღარკავა, თამთა შოშიაშვილი, მანანა ხავთასი, ნუგზარ მაისურაძე, ნინო ვარსიმაშვილი.

ინგლისური ენა: გიორგი აბრამიშვილი, თინიკო მეტრეველი, ირმა ბარათელი, თეკლა პავლიაშვილი, თამუნა გავაშელი, ზვიად ბაბილაშვილი.

მათემატიკა: ზურა მაისურაძე, ლია ყალიჩავა, მორის ზუბიაშვილი, მერაბ გორდეზიანი, თემურ ჯანგველაძე, ბესო მოსულიშვილი, ვალერი მოსიაშვილი, მარინა ნადარაია.

ისტორია: მამუკა ხამხაძე, ლია მუსერიძე, ლევან გვიჩიანი, მანანა ხავთასი, მანანა ბოჭორიშვილი.

ბიოლოგია: ნინო ბოლქვაძე, ია მაისურაძე, ნინო ბეგაძე.

გეოგრაფია: ხათუნა წასიძე, ნინო ოთარაშვილი, მარიკა გომელაური, შორენა ღვინიაშვილი.

ქიმია: მაია ჯიბუტი, ინეზა სანიკიძე, ნარგიზი ჩიკვილაძე.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მიზნად არ ისახავს კონკრეტული პირების ან სასწავლებლების დისკრედიტაციას ან რეკლამირებას, ჩვენ ვავრცელებთ მხოლოდ ფაქტს. აქვე ავღნიშნავთ რომ ბუნებრივია არიან აბიტურუენტები რომელბსაც კერძო რეპეტიტორებთან არ უვლიათ და ისე ჩააბარეს ეროვნული გამოცდები.

შეგახსენებთ, რომ საუკეთესო რეპეტიტორების ჩამონათვალი არ არის ოფიციალური და ჩვენ ვეყრდნობით გამოკითხვის შედეგებს. თუ რომელიმე წარმატებული რეპეტიტორი გამოგვრჩა შეგიძლიათ, მოგვწეროთ თქვენი ვერსიებიც.