23 ივლისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-07-22 18:27:35

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ივლისს 11:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება მანეულის მუნიციპალიტეტის სოფლებს დამია, ზემო სარალი, კიროვკა, დამია გეურარხი, ცოპი და მიმდებარე სოფლებს.

11:00-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში მუხროვანი, მარტყოფი, ახალსოფელი, სააკაძე, სართიჭალა, მზიანეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე.

16:30-დან 18:30 საათამდე - სოფლებს კოდა, მუხათი, ბორბალო, წინწყარო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.